კენიაში ხეებს უკანონოდ თხრიდა - ივანიშვილი საქართველოში ბაობაბს ვეღარ ჩამოიტანს
ბიძინა ივანიშვილი კენიიდან ბაობაბის ხეებს ვეღარ ჩამოიტანს. აფრიკის ამ სახელმწიფოს პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ, ხეების მოთხრა და საქართველოში წამოღება უკანონოდ სცნო. დაბლოკეს ყველა იმ უკვე ამოთხრილი ასწლოვანი ბაობაბის ტრანსპორტირება, რომელიც ივანიშვილისთვის გამზადებული ჰქონდათ, ხოლო კომპანიას, რომელსაც ქართველი ოლიგარქისთვის ხეები უნდა ჩამოეტანა, ლიცენზიაც კი ჩამოართვეს.
გარემოს დაცვის სააგენტო წყვეტს გარემოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ლიცენზიების გაცემას, ამავდროულად, კენიის სატყეო სამსახურს მივეცი ბრძანება, რათა გააუქმონ ბაობაბის ხეების გატანის ნებართვა კერძო კომპანიების მიერ - ნათქვამია კენიის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
კენიის სახელმწიფო ტელევიზიამ აღნიშნულ საკითხს ვრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი კენიაში ხეებს უკანონოდ თხრიდა.