მე ,,ოცნების" გუნდის წევრი ვარ, თუმცა შევეცდები, ვიყო დაბალანსებული - პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

27.04.21 16:27
მე ,,ოცნების" გუნდის წევრი ვარ, თუმცა შევეცდები, ვიყო დაბალანსებული - პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

შევეცდები, ვიყო დაბალანსებული, მიუხედავად იმისა, რომ ,,ოცნების" გუნდიდან ვარ და საკუთარი შეხედულებები გამაჩნია -ამის შესახებ პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ  მედიას განუცხადა.

კუჭავას მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, ოპოზიცია კი სრულად შევიდეს პარლამენტში და იქიდან  განაგრძოს ოპონირება.

 მონდომება და მცდელობა მექნება, მაქსიმალურად ვიყო დაბალანსებული, ნეიტრალური და მიუკერძოებელი. მე ,,ოცნების" გუნდიდან ვარ არჩეული და ჩემი პირადი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ შევეცდები, უფრო დაბალანსებული ვიყო. მიხარია, ოპოზიცია პარლამენტში რომ ვიხილე, მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. 

 პოლარიზება და დაპირისპირება ჩვენს სანატრელ სურვილამდე ვერ მიგვაღწევინებს. პარტიებს მოვუწოდებ, დაიკავონ თავიანთი ადგილი პარლამენტში ადა აქედან დაიწყონ ოპონირება.

მელია კი არა, ნებისმიერი იხდის გირაოს - განაცხადა კახა კუჭავა.

 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ აქვს თუ არა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შანსი, რაზეც კუჭავამ განაცხადა:  ,,აქ არის კანონები, რომლებიც მუშაობს, ჩვენი მთავრობა უკანონობას არ დაუშვებს".

 

მსგავსი სიახლეები