დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები - "ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ სასამართლოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს"

22.11.22 16:01
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები - "ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ სასამართლოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს"

მესამე სექტორი ,,საიას" მიერ სასამართლო სისტემაზე ჩატარებულ კვლევას აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის" თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს შაბლონური მიდგომა, მოსამართლეები საქმეებს არ ეცნობიან და გადაწყვეტილებებს იღებენ იმის მიხედვით, თუ ვინ უბრძანებს. 

თუ შევეხებით აღკვეთის ღონისძიებებს, ან საპროცესო შეთანხმებებს, ეს ყოველთვის არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს სასამართლოსთან მიმართებაში. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის გადატვირთული, ძალიან დიდი პრობლემებია მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით.

დღეს არც პოლიტიკური ხელისუფლება, არც სასამართლო სისტემა არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სკანდალური დასკვნაში ძირითად პრობლემად სასამართლოს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებია.  

მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილები ძირითადად  უსაფუძვლოა. სასამართლო საკუთარ ბერკეტებს არც დაკავებულების წინააღმდეგ ღირსების შემლახველ ქმედებებზე იყენებს და ამ შემთხვევაში ორგანიზაციას მაგალითად სააკაშვილის საქმე მოჰყავს, ანგარიშში მოხვდა ნიკა გვარმიას საქმეც.

 

მსგავსი სიახლეები