ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს - პეტრე ცისკარიშვილი

22.11.22 17:11
 ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს - პეტრე ცისკარიშვილი

ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილი ლობირებს - ხმაურიანი  განცხადება " ტვ პირველთან " პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პარტიაში დაანონსებული არჩევნებით დაინტერესებულია.

პერტე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ის ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობარია და ინფორმაცია პირადად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან აქვს. 

ქართულ პოლიტიკასთან რომ მას ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, პროექტში ,,ფრი რაშა", სადაც რუსი, ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაერთიანებული. მაგრამ ის, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ამ პროცესში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ამომრჩეველი, ამას გიდასტურებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიაში, სხვა ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც ყველას სთხოვს.

ვანო მერაბიშვილი გარდა იმისა, რომ ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისი გენმდივანიც იყო, ამის გარდა ის არის ჩვენი მხარდამჭერი და ამომრჩეველია. - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

კეზერაშვილის მონაწილეობაზე კითხვას ენმ-ს ამბოხებულების ნაწილი არ არ პასუხობს. მელიას ფლანგი კი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი ის ადამიანია, ვინც ვანო მერაბიშვილთან ერთად პარტიაში მიმდინარე პროცესების  უკან დგას.

მსგავსი სიახლეები