"ოცნების" მორიგი სპეცოპერაცია აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ - ასპარეზზე ისევ ე.წ. განდგომილები გამოვიდნენ

22.11.22 17:22
"ოცნების" მორიგი სპეცოპერაცია აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ - ასპარეზზე ისევ ე.წ. განდგომილები გამოვიდნენ

ის, რაც დღეს "ქართულმა ოცნებამ" ვერ თქვა, მმართველი გუნდიდან ე.წ. განდგომილმა დეპუტატებმა გააჟღერეს. სოზარ სუბარმა დღეს აშშ-ს ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ უკრაინულ მხარეს დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევასთან დაკავშირებით მითითება სწორედ კელი დეგნანმა მისცა. დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის საიტზე უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონი ამ დრომდე იძებნება. 

ვცადეთ, გადაგვემოწმებინა ქალბატონი კელი დეგნანის ინფორმაცია. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ვერ მოვიძეთ ვერსად, ვერ უკრაინელებისგან, ვერც ვენეციის კომისიისგან. ვენეციის კომისიის საიტზე ისევ დევს ეს... თითქოს ი არის და არავის გამოუწვევია. არ ვიცი, თუ ქალბატონი კელი დეგნანის ეს განცხადება არის ერთგვარი მითითება, რომ სასწრაფოდ გამოიწვიონდა ვენეციის კომისია კელი დეგნანს ემორჩლება, ეს არ ვიცი. თუკი უკრაინის კანონს არ სჭირდება ვენეციის კომისიის დასკვნა, მაშნ ე.ი. ის არ სჭირდება საქართველოს კანონსაც. არ ვიცი, შეიძლება ამ წუთებში ხდება მისი გამოთხოვა. როგორც ჩანს, ქალბატონმა კელი დეგნანმა უფრო ადრე გააჟღერა ის ინფორმაცია, რომელზეც შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება აქვთ, - თქვა სუბარმა. 

აშშ-ს ელჩმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ დელიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიისგან უკან გაიწვია. 


 

მსგავსი სიახლეები