ხაბეიშვილი მელიას: „იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე“

22.11.22 17:22
ხაბეიშვილი მელიას: „იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მის უკან "ენმ-ს მხარდამჭერების დიდი არმია" დგას. 

ხაბეიშვილი ამ კომენტარით მოქმედი თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ "რუს ოლიგარქ ივანიშვილს" ებრძვის: 

მე დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვარ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. ჩემს უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც ამბობენ, ხაბეიშვილს ეს უჭერს მხარს? ძალიანაც გავლენიანი ყოფილა ხაბეიშვილი თუ ყველა მხარს უჭერს"- თქვა ხაბეიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ტვ პირველის" ეთერში პირდაპირ თქვა, რომ არ აპირებს, დამალოს იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ოფიციალურად დასახელებული კანიდატების უკან დგას და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. 

მსგავსი სიახლეები