ზურაბიშვილმა ამიტომ შეცვალა პოზიცია... - ეკა ხერხეულიძე

22.11.22 17:35
ზურაბიშვილმა ამიტომ შეცვალა პოზიცია... - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. მესამე პრეზიდენტს მაღალი სიცხეები აქვს და ისევ ვერ გადაადგილდება.

რამდენიმე წუთის წინ კლნიკა "ვივა მედი" ეკა ხერხელიძემ დატოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიცია უკავშირდება იმას, რომ პრეზიდენტმა იცის სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ხერხეულიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა უნდა გამოიყენონ ყველა ბერკეტი და დაარწმუნონ სააკაშვილი, რომ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს. 

სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია ის მძიმე მდგომარეობა, როგორშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იმ მძიმე და ცუდ მოლოდინს თვალს უსწორებს, რა გვაქვს წინ, თუკი ამ ვითარებაში დარჩება. მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციამ შეაცვლევინა მისი ურყევი პოზიცია პოზიცია „არა და არასდროს“ და რა თქმა უნდა, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს.

ძალიან ეფექტურია ამ გზაზე, როდესაც მიხვალ და ანახებ მიუკერძოებელი ექსპერტების დასკვნას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. დანარჩენი, რა თქმა უნდა არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი. ეს არის ასევე ბატონ შალვაზე დამოკიდებული, ასევე ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც ხელეწიფება დაიყოლიოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ყოველი ჩემი ვიზიტის დროს ტემპერატურა არის მაღალი, ექიმები უკეთებენ გადასხმებს. წუხილები და ტკივილები აქვს მხართან დაკავშირებით. ფაქტობრივად ადამიანი მარცხენა მხარს ვერ ამოძრავებს. არის წოლით რეჟიმზე და ზოგადი სისუსტე აქვს მკვეთრად გამოხატული. ეს ვითარება კიდევ უფრო კრიტიკული გახდება მომდევნო დღეებში, თუ ადამიანს დახმარებას არ აღმოუჩენენ“.- ამბობს ეკა ხერხეულიძე
 

მსგავსი სიახლეები