კახი კალაძე გამოკვლევებზე საზღვარგარეთ იმყოფება
თბილისის მერი კახი კალაძე გამოკვლევებზე საზღვარგარეთ გაემგზავრა - ინფორმაცია tvpirveli.ge-ს მერის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, კალაძეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება დაგეგმილი ჰქონდა.
დედაქალაქის მერი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
კახა კალაძე 1 თვის წინ საავამყოფოში მოხვდა. დედაქალაქის მერმა 26 მარტს თქვა, რომ, ექიმებს ეჭვი ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომზე ჰქონდათ. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ იმას ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს.