ვიდრე კარტები ბოლომდე გაიშლება... - ენმ-ში დაპირისპირება ახალ მასშტაბზე გადის

22.11.22 20:06
ვიდრე კარტები ბოლომდე გაიშლება... - ენმ-ში დაპირისპირება ახალ მასშტაბზე გადის

„ლევან ხაბეიშვილის  გამარჯვებით ვანო მერაბიშვილია დაინტერესებული“. - „ნაციონალური მოძრაობის“  არაფორმალური მმართველობის შესახებ მხილება ნიკა მელიამ დაანონსა, თუმცა მასთან დაპირისპირებულმა ფლანგმა დაასწრო. 

პეტრე ცისკარიშვილი პირდაპირ აღიარებს, რომ ყოფილი ძალოვანი  მინისტრი და მისი მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილს ლობირებენ. თუმცა აღიარება ბოლომდე არ შედგა. ცისკარიშვილი ამ პროცესში კეზერაშვილის მონაწილეობას უაყოფს.  არადა მერაბიშვილი რომ კეზერაშვილთან ერთად მოქმედებს, ეს ჯერ ნიკა მელიამ მიანიშნა, შემდეგ კი მისმა თანამოაზრეებმა. კარტების გახსნა მოქმედმა თავმჯდომარემ უკვე დაიწყო.   

"ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კი ახალ მასშტაბზე გადის.  ამჯერად უთანხმოების ახალი ტალღა საარჩევნო წესის შესახებ დაიწყო.  ლიდერები ვერ თანხმდებიან, რა ფორმით  უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა. ხაბეიშვილის ფლანგს უნდა, რომ კენჭისყრა ღია წესით, ფეისბუქით  ჩატარდეს, რა დროსაც  ცნობილი  გახდება ვინ ვის მისცა ხმა. მელიას მხარდამჭერები კი ამის წინააღმდეგები არიან და ფიქრობენ, რომ პროცესის საჯაროობა პარტიაში დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძს რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები