პრეზიდენტთან შეხვედრის მოლოდინში - სააკაშვილის ადვოკატები ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

22.11.22 20:12
პრეზიდენტთან შეხვედრის მოლოდინში - სააკაშვილის ადვოკატები ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნას სასამართლოსთან ერთად  ორბელიანების სასახლეშიც მიიტანენ. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ექსპერტების დასკვნას ელოდება და სავარაუდოდ, ამ დოკუმენტზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი მისი წინამორბედის შეწყალების გადაწყვეტილებას. 

ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას. თუ „ქართული ოცნება“ მესამე პრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ არ გაუშვებს, მაშინ არ არის გამორიცხული შეწყალების მექანიზმი ამოქმედდეს.

თუმცა, ეს მანამდე არ იქნება, ვიდრე სასამართლო პროცესები არ დასრულდება. მანამდე კი მას იმ მძიმე დიაგნოზებს გააცნობენ, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილს დაუსვეს და რის საფუძველზეც ადვოკატები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

დეტალები, იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები