ივანიშვილი კენიაში გიგანტური ხეების მოპარვაშია მხილებული, მის კომპანიას კი ბიომეკობრეობაში ადანაშაულებენ
ბიძინა ივანიშვილი კენიაში გიგანტური ხეების მოპარვაშია მხილებული. მის კომპანიას კი ბიომეკობრეობაში ადანაშაულებენ. ყველა ბაო ბაბი, რომელიც უკვე ამოთხრილი და ტრანსპორტირებისთვის გამზადებული იყო, კენიაში დარჩება. ქართველი ოლიგარქის კომპანიას კი, რომელიც საქართველოში მცენარეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, ლიცენზია ჩამოართვეს. განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა გამოსცა. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ივანიშვილი აფრიკიდან ბაო ბაბებს უკანონოდ თხრიდა და ეზიდებოდა.
სკანდალი კენიაში მას შემდეგ აგორდა, რაც ადგილობრივმა „მწვანეებმა“ განგაში ატეხეს. ბაო ბაბი კენიის ფლორისთვის უმნიშვნელოვანესი მცენარეა და მისი მასობრივი თხრა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას. პროტესტმა შედეგი გამოიღო. ქართველი ოლიგარქის ლტოლვით გიგანტური ხეების მიმართ ჯერ ადგილობრივი შემდეგ კი საერთაშორისო მედიაც დაინტერესდა. პროტესტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იძულებული გახდა უშუალოდ ჩარეულიყო და ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხეები კენიისთვის დაებრუნებინა.
დეტალები, იხილეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.