პოლიტიკური სიურპრიზი "ქართულ ოცნებას" - ხელისუფლებაში დიდი დაბნეულობაა

22.11.22 20:21
პოლიტიკური სიურპრიზი "ქართულ ოცნებას" - ხელისუფლებაში დიდი დაბნეულობაა

პოლიტიკური სიურპრიზი "ქართულ ოცნებას".  ხელისუფლებაში დიდი დაბნეულობაა.  მმართველი გუნდს გეგმები თავდაყირა კელი დეგნანმა დააყენა.

"ოცნებამ" დღეს  მოულოდნელად სწორედ ამერიკის ელჩისგან გაიგო, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან დეოლიგარქიზაციის კანონი გამოწვია, რაც იმას ნიშნავს,  რომ "ოცნებას"  თავის  გასასამართლებელი არგუმენტი ფაქტობრივად  ხელიდან გამოეცალა.

აქამდე ამბობდნენ, რომ  კანონი უკრაინის ანალოგია და მსგავსი დოკუმენტის გადაგზავნა კომისიისთვის საჭირო არ იყო. ახლა კი იძულებული ხდებიან, გადაწყვეტილება შეცვალონ. ამიტომ "ოცნება" მძიმე დღეშია.   მთავარი თავისტკივილი სწორედ დოკუმენტის  ვენეციის კომისიაში გადაგზავნაა. 

დეტალები, იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები