რატომ გაიწვია საქართველოდან ელჩი უკრაინამ - ზურაბიშვილი უკრაინაში მყოფ ქართველებს ადანაშაულებს
9 თვე ელჩის გარეშე. რატომ გაიწვია საქართველოდან ელჩი უკრაინამ - სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთში იმეორებს „ქართული ოცნების“ პოზიციას და დიპლომატის გაწვევაში უკრაინაში მყოფ ქართველებს ადანაშაულებს.
„ბიბისი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება კიევის მმართველ ელიტაში მყოფი ქართველების ზეგავლენით მიიღო. ეს კი ანალოგიურია იმ განცხადებებისა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვესმის.
ოპოზიციაში თვლიან, რომ დაპირიპირების მიუხედავად, ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ხიდებს არ წვავს. სწორედ ამას ასახავს პრეზიდენტის ორმაგი თამაში.
რაც შეეხება ზელენსკის და კიევში მყოფ ქართველებს. „უკრაინის პრეზიდენტი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს და ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება“- ეს არის პასუხი კიევიდან. „ ქართულ ოცნება“ კი, 9 თვის შემდეგაც რიტორიკას არ ცვლის და უკრაინას ისევ არაკეთილსინდისიერ და არამეგობრულ დამოკიდებულებაში სდებს ბრალს.
დეტალები, იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.