ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს - ხატია დეკანოიძე

22.11.22 22:02
ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერი, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატზე, ლევან ხაბეიშვილზე, საუბრისას აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს. 

როგორც დეკანოიძემ "ტვ პირველს" უთხრა, ის ლევან ხაბეიშვილს  პატივს სცემს, როგორც „ანტიკორუფციულ აქტივისტს”.

მე ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს, ვცემ ძალიან დიდი პატივს, ის არის ჩვენი დეპუტატი, ჩემი მეგობარი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს თავმჯდომარისთვის, თორემ მე არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა, მე მესურვა, ვთქვათ, “- თქვა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები