მიმაჩნია, რომ არჩევნები ენმ-ს გაძლიერების პროცესია და არა მისი დაშლის და დაყოფის - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი ხატია დეკანოიძის განცხადებას პასუხობს, სადაც ის იმ კრიტეირუმებზე საუბრობს, რომელსაც ენმ-ს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნულს მხოლოს მიხეილ სააკაშვილი აკმაყოფილებს, რომელსაც ხელისუფლება ციხეში კლავს.
ამასთან, ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება პარტიას მხოლოდ გააძლიერებს. მისი თქმით, აღნიშნულმა პროცესმა ენმ უნდა გააძლიეროს და არა დაშალოს.
საერთაშორისო აღიარება რომ აქვს, საერთაშორისო პარტიებთან ურთიერთობის გამოცდილება და ძალიან დიდი რესურსი, მათ შორის, დიპლომატიური, ეგეთ კაცს ციხეში გვიკლავენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ასეთი ადამიანი, შესაბამისად, მე ასევე, მაგალითად, ხატია დეკანოიძის კანდიდატურა რომ ყოფილიყო, მე მას მხარს დავუჭერდი.ეს ხატიას აზრია და მე პატივს ვცემ მას. ძალიან ბევრი ადამაიანი, გენერალური მდივნიდან დაწყებული ლევან ბეჟაშვილით გაგრძელებული მიჭერენ, ხომ მხარს? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უდიდესი ნაწილი მიჭერს მხარს, ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ამომორჩევლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ასეც რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია, რომ პარტია გაძლიერდება ამ პროცესით. მიმაჩნია, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაძლიერების პროცესი და არა დაშლის და დაყოფის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ჩემი კოლეგები და შესაბმისად, ამ აჩევნების შემდეგ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, - თქვა ხაბეიშვილმა.