საქართველოს განვითარების მთავარი შემაფერხებელი ,,ოცნების" ხელისუფლებაა - დებატები ევროპარლამენტში

23.11.22 11:38
საქართველოს განვითარების მთავარი შემაფერხებელი ,,ოცნების" ხელისუფლებაა - დებატები ევროპარლამენტში

საქართველოს ადგილი ევროპაშია, თუმცა პროცესის მთავარი შემაფერხებელი "ოცნების" ხელისუფლებაა - ეს განცხადებები ბრიუსელში გაკეთდა, სადაც ჩვენი ქვეყნის განვითრების შესახებ დებატები გაიმართა.

დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის აღმოფხვრა და დეოლიგარქიზაცია - ეს ის  მთავარი მოთხოვნებია,  რასაც დასავლელი პარტნიორები საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის სანაცვლოდ სთხოვენ. სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტმა განიხილა.

პირველი განცხადება ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ  გააკეთა ევროკომისარმა ვარჰიმაც. მისი განმარტებით, არის მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში დაიძლევა პოლარიზაცია და შესრულდება ყველა კრიტერიუმი, რასაც ევროპა ითხოვს.

საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიიის რეკომენდაციებს. ჩვენ გაფართოების საკითხში ფოკუსირებული ვართ ფუნდამენტური რეფორმების ჩატარებაზე და შესაძლებელი გავხადეთ, ვიმოქმედოთ სწრაფად კანდიდატი ქვეყნებისთვის. 

ევროკავშირში გაწევრიანება არის უსაფრთხოების, თავისუფლების იდეა. - განაცხადა ვარჰეიმ.

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია, თავადაც უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი და რა ღონისძიებებს გემავენ. 

მსგავსი სიახლეები