უნდა დავადგინოთ, რატომ გაიწვია უკრაინამ ვენეციის კომისიიდან დეოლიგარქიზაციის კანონი - რატი იონათამიშვილი

23.11.22 12:03
უნდა დავადგინოთ, რატომ გაიწვია უკრაინამ ვენეციის კომისიიდან დეოლიგარქიზაციის კანონი - რატი იონათამიშვილი

,,ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას მიმართავს. ხელისუფლება ახლა ცდილობს, გაარკვიოს, რატომ გაიწვია კომისიიდან დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინის ხელისუფლებამ. შესაბამისი წერილი კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაუგზავნა. 

საქართველოს ხელისუფლება მეორე დღეა, დიდ გაურკველობაშია. აღმოჩნდა, რომ უკრაინა კანონზე დასკვნას აღარ ელოდება, ამიტომ კანონპროექტის გაგზავნა კომისიაში საქართველოს მოუწევს, ეს კი ხელისუფლების ინტერებში საერთოდ არ შედის. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ, მართლაც მოხდა თუ არა კანონის გაწვევა უკრაინის მხრიდან და თუკი ასე იყო, რა ჰქონდა ამას საფუძველი, რომ ეს დოკუმენტი იქნა გაწვეული ვენეციის კომისიიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ამის მერე მივიღოთ ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილება. 

ამასთანავე, ჩვენი ინტერესია, გავარკვიოთ, რა ეტაპზეა ვენეციის კომისიაში კანონის განხილვის პროცესი, რადგან, მოგეხსენებათ, უკრაინული და ქართული კანონი შინაარსობრივად და ასევე პრინციპების დონეზე ერთმანეთის მსგავსია. - აცხადებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები