ენმ-ს თავმჯდომარე ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს - ხატია დეკანოიძე
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომელსაც მისი აზრით, ენმ-ს თავმდჯომარე უნდა აკმაყოფილებდეს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც აღნიშნულ კრიტერიუმებს მოერგება.
ამასთან, დეკანოძიე პირდაპირ აცხადებს, რომ თუ პარტია არჩევნების შემდეგ დასახულ ამოცანებს ვერ შეუასრულებს, ის პარტიას დატოვებს.
თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ უნდა იყოს უკვე ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამიანი, უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი, ჩამოყალიბებული სტრატეგია, მათ შორის, ჩვენს საერთაშორიოს პარტნიორებთან ურთიერთობაში. მათ შორის, მკაცრი სტრატეგია, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას არჩევნების გზით, როგორი იქნება ეს გზა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორ წარმოუდგენია ერთ თვეში, მაგალითად, სად გადის ეს თავისუფლების გზა და ზოგადად, ეკონომიკური განვითარება როგორი უნდა იყოს ქვეყნის და მათ შორის, როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა. ასეთი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა.
მე მგონი, ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ახლა რაც ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს. ბევრი ამოცანა გვაქვს ჩვენ შესასრულებელი. თუ ეს პარტია ასეთი, და ჩემი ბრალი იქნება, პირველ რიგში, არჩევნების შემდეგ, მე ამ პარტიაში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ, - თქვა დეკანოიძემ.