ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნით გამოყენება ამორალურია - ლიზა იასკო

23.11.22 11:48
ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნით გამოყენება ამორალურია - ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, ამბოს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას  პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ამის შესახებ ლიზა იასკომ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.

რადას დეპუტატი პოლიტიკოსების ნაწილს ამორალურს უწოდებს, სალომე ზურაბიშვილს კი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. 

ძალიან მიკვირს, რატომ შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლე სპეკულაციების და პირადი მიზნების გამოყენების საფუძველი. ამას იყენებენ ყველაფრისთვის, გარდა მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებისა.

მე მაინტერესებს, ვის ადარდებს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა? უნდა დასრულდეს ინტრიგები და სპეკულაციები. სააკაშვილზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა, ადვოკატებმა და არა გარეშე ადამიანებმა. ყველა სხვა ადამიანი მის მდგომარეობას გამოიყენებს პირადი მიზნისთვის. პოლიტიკა უნდა დარჩეს პოლიტიკაში და ადამიანის სიცოცხლე არ უნდა იყოს აღრეული პოლიტიკაში. ძალიან ბევრს მისი ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს.

ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნით გამოყენება არის ამორალური და არაეთიკური. სალომე ზურაბიშვილის ხელშია ინსტრუმენტები, მიიღოს ჰუმანური გადაწყვეტილებები და გააკეთოს ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის იყოს აღმოჩენილი საზღვარგარეთ ადეკვატური დახმარება. ზურაბიშვილს აქვს ამის ტექნიკური და პოლიტიკური საშუალება. მე მჯერა ამის, რომ ზურაბიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, როგორც ქალს, გააჩნია გრძნობები, ფასეულობები, რომელიც მას მისცემს უფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. მე მინდა, ამის მჯეროდეს, - თქვა იასკომ. 

მსგავსი სიახლეები