ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის რეაბილიტაცია და მკურნალობა ვერ ხერხდება - მეუფე ნიკოლოზი
მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყოველ მისვლაზე უფრო დაუძლურებული ხვდება.
მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ საქართველოში სააკაშვილის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება.
რეალურად, რაც ჩემი თვალით ნანახი მაქვს, მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესების მდგომარეობაშია. ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი, უფრო დაუძლურებული მხვდება. ბოლო მისვლაზე უკვე ლოგინში იწვა, როცა შევედი. ადრე ასე არ იყო.
არავინ მიიღოს ეს ღირსების შელახვად, მაგრამ ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, სამედიცინო სამსახურიც, არ არის ისე განვითარებული, როგორც მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნები. ყველა დიაგნოზი ვერ ისმება ჩვენს ქვეყანაში. ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, აქ ვერ ხერხდება. - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.