მელიას წარსულთან დაკავშირებით ხაბეიშვილმა იხუმრა - ირაკლი ნადირაძე

23.11.22 15:24
მელიას წარსულთან დაკავშირებით ხაბეიშვილმა იხუმრა - ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ლევან ხაბეიშვილის გამართლებას  ცდილობს. ნადირაძის თქმით, ხაბეიშვილმა იხუმრა, როდესაც ნიკა მელიას წარსული და "გრეჩიხას" აქციაში მონაწილეობა გაახსენა.

ამასთან, ოპიზიციის წევრი ამბობს, რომ ყველა საკუთარ ნაბიჯებსა და განცხადებებზეა პასუხისმგებელი და ყველა საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი.

ლევანმა გუშინვე გააკეთა ამაზე განცხადება, რომ ამ თემაზე უბრალოდ იხუმრა და შესაბამისად, მემგონი დამატებით არავისზე მინიშნება არ ყოფილა და თუ რაღაცაა, ლევანს შეუძლია ამაზე დამატებითი განმარტებებიც გააკეთოს. რაც კი გადაგვიდგამს წარსულში ნაბიჯები, ჩვენს ნაბიჯებზე ყველა ვართ პასუხისმგებელი და მთავარია, მაშინ, როდესაც ამ განცხადებებს ვაკეთებდით, ამ ნაბიჯებს ვდგამდით ჩვენ ჩვენს თავთან მართლები ვყოფილიყავით, - თქვა ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები