თუ ქვეყანა ევროინტეგრაციის შანსს დაკარგავს, ეს "ოცნების" კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა იქნება - დაუშვილი

23.11.22 15:36
თუ ქვეყანა ევროინტეგრაციის შანსს დაკარგავს, ეს "ოცნების" კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა იქნება - დაუშვილი

თუ საქართველო ევროინტეგრაციის შესაძლებლობას, ეს 'მხოლოდ "ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 

თუ საქართველო ევროინტეგრაციის შესაძლებლობას დაკარგავს დღეს, ამაზე სრული პასუზისმგებლობა იქნება „ოცნების“. თან ამაზე, დარწმუნებული ვარ, მოხდება პასუხისმგებლობის პერსონალიზება. ეს არ იქნება რაღაცა ზოგადი და „ყველას ბრალია“, ეს იქნება „ოცნების“ კონკრეტული პირების, კონკრეტული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა, - თქვა დაუშვილმა.

დასავლეთი  საქართველოს პირობების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. საქართველოს შესახებ  საუბარია ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის ახალ დოკუმენტშიც, რომელიც ევროპარლამენტარებმა ცოტახნის წინ განიხილეს. მთავარ საკითხებად დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო და სასამართლო რეფომა რჩება.  

დოკუმენტში ასევე პირდაპირ წერია, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს რეფორმების სწრაფი განხორციელება არ სურს. 


 

მსგავსი სიახლეები