სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით ორშაბათს მიმართავენ

23.11.22 15:00
სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით ორშაბათს მიმართავენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით ადვოკატები სასამართლოს სავარაუდოდ ორშაბათს მიმართავენ. 

აღნიშნული მოთხოვნით ადვოკატებს დღეს მიხეილ სააკაშვილმა პირადად მიმართა. ექსპრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაჩქარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვს.

სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად, საათობრივად მძიმდება. ამის შესახებ მასთან შეხვედრაზე მყოფმა ადვოკატმა დაადასტურა. შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტკივილებს უკვე ვეღარ უძლებს.

მასთან როცა შევედი, გადასხმას იკეთებდა. ზოგადად საუბრის თავი არ ჰქონდა. ამიტომაც 2-3 წუთში გამოვბრუნდი. ერთადერთი მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტს ვეღარ ითმენს, შეუძლებელია ამ ტკივილების ატანა  და დასკვნა დროულად შევიტანოთ სასამართლოში.

არ გამოვრიცხავ, უკვე ორსაბათს, ან სამშაბათს მივმართოთ სასამართლოს. - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები