უკრაინულ მხარეს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან არ გაუთხოვია - მათიკაშვილი
გაიწვია თუ არა ვენეციის კომისიიდან დეოლიგაქრიზაციის კანონი უკრაინამ? – „ოცნება“ მეორე დღეა დიდ გაურკველობაშია,რადგან მმართველმა გუნდმა გუშინ ამერიკის ელჩისგან გაიგო, რომ უკრაინა კანონზე დასკვნას აღარ ელოდება.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, „ოცნებამ“ გაარკვია, რომ უკრაინული კანონპროექტი ისევ იძებნება ევროსაბჭოს განსახილველ კანონპროექტთა სიაში და ახლა მმართველ გუნდს კითხვები აქვს ამერიკის ელჩთან, თუ რატომ შეიყვანა დეგნანმა ხელისუფლება შეცდომაში.
დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა, სინამდვილეში კი უკრაინულ მხარეს საკუთარი კანონპროექტი არ გაუთხოვია.
დღეს ირკვევა, როგორც ევროსაბჭოში აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს არ გაუთხოვია საკუთარი კანონპროექტი. გრძელდება მასზე მუშაობა, უბრალო ვერ აზუსტებს ევროსაბჭო როდისთვის იქნება მზად პასუხი და დასკვნა მზად. ამ საკითხმა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა ხსნებულ თემასთან მიმართებით, თუ რატომ გავრცელდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და განცხადებები“. - ამბობს მათიკაშვილი.