12-ვე პუნქტის ირგვლივ საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობთ - რატი იონათამიშვილი
"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე ნაყოფიერად მუშაობს. მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, კონკრეტული საზომები აქვს, რომელსაც ხელისუფლება ზედმიწევნით აკმაყოფილებს.
პასუხისმგებლობას აქვს თავისი კონკრეტული და ობიექტური ინდიკატორები და საზომები. პირველ რიგში, ამის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ კონკრეტული გეგმა წარმოადგინა საზოგადოების წინაშე თითოეული მიმართულების მიხედვით. 12-ვე პუნქტის ირგვლივ საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა წარიმართა საქართველოს პარლამენტში, - თქვა იონათამიშვილმა.
დასავლეთი საქართველოს პირობების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. საქართველოს შესახებ საუბარია ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის ახალ დოკუმენტშიც, რომელიც ევროპარლამენტარებმა ცოტახნის წინ განიხილეს. მთავარ საკითხებად დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო და სასამართლო რეფომა რჩება.
დოკუმენტში ასევე პირდაპირ წერია, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს რეფორმების სწრაფი განხორციელება არ სურს.