ვერავის ვერ დაავალებ, რაც არ გვჭირდება ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს - ხვიჩია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია თვლის, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი საერთოდ არ გვჭირდება, ამიტომაც არც ის ვალდებულება აქვს ქვეყანას, რომ კანონპორექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს.
ვერავის ვერ დაავალებ, ის, რაც არ გვჭირდება გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში. ზოგადად, უხერხულიც კი არის, ვიღაცამ რომ გვკითხოს ვენეციის კომისიაში, თქვენ რატომ ღებულობთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო, რა პასუხი უნდა გავცეთ? მე ვერაფერ პასუხს ვერ გავცემდი, ამიტომ ვერც სხვას ვერ მოვუწოდებ, რომ იქ გააგზავნოს. ამიტომაც, არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, საჭირო არ არის“. - ამბობს იაგო ხვიჩია.
გაიწვია თუ არა ვენეციის კომისიიდან დეოლიგაქრიზაციის კანონი უკრაინამ? – „ოცნება“ მეორე დღეა დიდ გაურკველობაშია,რადგან მმართველმა გუნდმა გუშინ ამერიკის ელჩისგან გაიგო, რომ უკრაინა კანონზე დასკვნას აღარ ელოდება.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, „ოცნებამ“ გაარკვია, რომ უკრაინული კანონპროექტი ისევ იძებნება ევროსაბჭოს განსახილველ კანონპროექტთა სიაში და ახლა მმართველ გუნდს კითხვები აქვს ამერიკის ელჩთან, თუ რატომ შეიყვანა დეგნანმა ხელისუფლება შეცდომაში.