12 პუნქტის შესრულება ავტომატურად ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლას - ხიდაშელი
არასამტავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ისეთი დოკუმენტის მიღებას არ დაუშვებს, რომელიც ოლიგარქს ჩრდილს მიაყენებს. საუბარია ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე.
ხიდაშელის თქმით, მმართელმა გუნდმა კარგად იცის, რომ ევრკომისიის 12 პუნქტის შესრულება ავტომატურად მისი ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს.
თუ ეს მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი ამჯერად გვიყენებს, შესრულდება, მაშინ გაფართოებას წინ არაფერი დაუდგება. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაუშვებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რაიმე ჩრდილს მიაყენებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ 12 პუნქტის შესრულება პირდაპირ, ავტომატურად ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლას, - თქვა ხიდაშელმა.