სააკაშვილის საქმეზე მორატორიუმის გამოცხადებას ოპოზიცია არ იზიარებს - ენმ-ს პასუხი ლიზა იასკოს

23.11.22 17:28
სააკაშვილის საქმეზე  მორატორიუმის გამოცხადებას ოპოზიცია არ იზიარებს - ენმ-ს პასუხი ლიზა იასკოს

ლიზა იასკოს მოთხოვნას სააკაშვილის საქმეზე  მორატორიუმის გამოცხადდეს ოპოზიცია არ იზიარებს. ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებს  ისევ გააკეთებენ.

ლიდერები თვლიან, რომ ხელისუფლების იძულება გადაიყვანონ სააკაშვილი სამკურნალოდ, მათი მოვალეობაა.  

ჩემი პატივისცემა ამ ადამიანს, რომელსაც პირადადაც ვიცნობ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც გაგვაგებინა მან ქალბატონი გიული ალასანიას პირით, ასევე ჩვენი კოლეგების და მეგობრების პირით. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა იყოს გამოყენებული  არჩევნებში, მაგრამ მის გადაყვანაზე, მის თავისუფლებაზე ყველამ აქტიურად უნდა ვისაუბროთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის საამებლად ამ ადამიანს მიზანმიმართულად წამებით კლავს ციხეში, - ამბობს  ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ რადას დეპუტატმა პოლიტიკოსები სპეკულაციებში დღეს დაადანაშაულა და მათ ამ საკითხზე კომენტარების გაკეთების შეყწვეტა მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები