ასეთ ტექსტზე ვერ დავთანმხდებით, შევიტანთ ალტერნატიული კანონპროექტს - შალვა შავგულიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ კანონპროექტს, რომელიც "ოცნების" მიერ იქნება შემოთავაზებული, მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, მიუღებელია, ამნისტია ყველაზე გავრცელდეს, ამიტომ ოპოზიცია პარლამენტში სავარაუდოდ, ალტერნატიულ კანონპროექტს შეიტანს.
ხელისუფლების მოსაზრება იყო, რომ ამნისტიაში არ იქნას მითითებული კონკრეტული მუხლები, არამედ იყოს ისეთი შინაარსის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებულ ყველა დანაშაულზე გავრცელდეს, ყველა მოექცევა და ასეთ ტექსტზე, რა თქმა უნდა, ვერ დავთანმხდებით, შევიტანთ ალტერნატიული კანონპროექტს, რომელიც იქნება სამართლიანი და ხელშეკრულების ტექსტიდან გამომდინარე, - ამბობს შალვა შავგულიძე.
ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის შეხვედრა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ამ წუთებში მიმდინარეობს. მხარეებმა პოზიციები უნდა დაახლოვონ და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ერთობლივად შეიმუშავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას კანონპროექტის ინიცირება ცალცალკე მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ პარლამენტის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი გავა.