დაპირისპირება ენმ-ში - მერაბიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა
დაიშლება თუ არა ნაციონალური მოძრაობა თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ? ნიკა მელიას თანამოაზრეები პირდაპირ ამბობენ, რომ ამის წინაპირობები უკვე გამოჩნდა. თუ არჩევნებში ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას ლიდერები დატოვებენ, რადგან მელიას ფლანგს მერაბიშვილთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ვერ წარმოუდგენიათ. ამასობაში კი მერაბიშვილიც ჩრდილიდან გამოვიდა. ყოფილმა მინისტრმა გამარჯვება ფეისბუქ პოსტით დაანონსა.
თუ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, ფაქტობრივად უკვე დადასტურებულია, რომ პარტიიდან ხატია დეკანოიძე წავა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ხაბეიშვილი თავმჯდომარის პოსტზე შესაფერისი კანდიდატი არ არის და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის პარტიაში თავის ადგილს ვერ ხედავს.
პარალელურად დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის ორ ფლანგს შორის სულ უფრო იძაბება. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ნიკა მელიას წარსული ამოუქექეს და პარტიის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობა წამოაძახეს.
ცრცლად ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში