დროის ათვლა დაწყებულია - გაუშვებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ

23.11.22 20:30
დროის ათვლა დაწყებულია - გაუშვებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ

ვარდების რევოლუციის მე-19 წელს მიხეილ სააკაშვილი უმიძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პატიმრის სტატუსით ხვდება. ახლა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ბედი მოსამართლის ხელშია. დროის ათვლა დაწყებულია.   რამდენიმე  დღეში სასამართლომ უნდა იმსჯელოს, წავა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, თუ მისი მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება.  

სასჯელის გადავადების შუამდგომლობას ადვოკატი სასამართლოში დაჩქარებულ ვადებში შეიტანს. ასეთია  თავად  პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა. 

ევროპა კი სააკაშვილის საკითხს დღის წესრიგიდან არ ხსნის. რამდენიმე  დღეში ევროდეპუტატები  პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ სპეციალურ მოსმენას გეგმავენ. ამ მიზნით ბრიუსელში მიწვეულები არიან სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და ის მედიკოსები, რომლებმაც პრეზიდენტის შესახებ სამედიცინო დასკვნა დაწერეს.  

 სააკაშვილზე ვრცელი სტატია დღეს BBC- იმაც მოამზადა. გამოცემა  წერს, რომ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის  რუსული რედაქცია წერს, რომ სააკაშვილის  ამბავი შესაძლოა, დასავლეთის ზეწოლით თავდაყირა დადგეს და საქართველოს ხელისუფლებას დათმობისკენ წასვლა მოუწიოს.

ვრცლად, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

 

 

 

მსგავსი სიახლეები