სააკაშვილის ადვოკატი დღეს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დღეს სალომე ზურაბიშივილს წერილობით მიმართავს. შალვა ხაჭაპურიძე პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით, განაცხადის ორბელიანის სასახლეში შეიტანს. შალვა ხაჭაპურიძე მზად არის პრეზიდეტს, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის შედეგები და უცხოელი ექიმების დასკვები გააცნოს.
შედგა თუ არა კომუნიკაცია წინასწარ სალომე ზურაბიშივლსა და შალვა ხაჭაპურიძეს შორის? - ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ტვ პირველის ეთერში გადაცემა "პირველ ხაზში" სტუმრობისას, დაუსვეს, თუმცა ფაქტი ხაჭაპურიძემ არც უარყო და არც დაადასტურა.
პირველების ახალი ამბების სამსახურის ინფორმაციით, შალვა ხაჭაპურიძე პრეზიდენტის სასახლეში 24 ნოემბერს დილით მივა. მანამდე მან პირველების ჟურნალისტს უთხრა, რომ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, 28 ნოემბერს მიმართავს.