ვეთანხმები ლიზა იასკოს, საქმე სუფთა სამართლებრივი უნდა იყოს - სააკაშვილის გზავნილი
"ამ საქმეს პოლიტიზირება არ სჭირდება" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებებს იზიარებს.
მესამე პრზიდენტის გზავნილი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პრველის" ეთერში გააჟღერა.
სააკაშვილის სურვილია, მისი საქმე სუფთა სამართლებრივი იყოს.
სწორი უთქვამსო, სააკაშვილი იზიარებს ლიზა იასკოს მოსაზრებებს. ახლა არ სჭირდება ამ საქმეს პოლიტიზირება. ჩემი სურვილია, საქმე სუფღა სამართლებრივი იყოსო. სააკაშვილი თვლის, რომ თუ მოხდება საქის პოლიტიზირება, ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე გარკვეული ზეწოლა იქნება. ჯამში კი ეს ყველაფერი, პროცესს დააზიანებს. სააკაშვილი თვლის, რომ სასამართლო ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფელი უნდა იყოს, ყოველგვარი ზეწოლებისგან, იქნება ეს ხელისუფლების მხარე, თუ ოპოზიციის"- თქვა ადვოკატმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა იცის "რა კოზირები აქვს, დაცვის მხარეს" და არ უნდა ისინი გაიფანტოს.
"ფრთხილობს, არ უნდა რომ ეს კოზირები პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს"- თავა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ რადას დეპუტატმა პოლიტიკოსები სპეკულაციებში "ტვ პირველის" ეთერიდან დაადანაშაულა და მათ ამ საკითხზე კომენტარების გაკეთების შეყწვეტა მოსთხოვა.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, ამბოს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
რადას დეპუტატი პოლიტიკოსების ნაწილს ამორალურს უწოდებს, სალომე ზურაბიშვილს კი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.