დავასრულოთ ერთმანეთისთვის ,,პუტინის აგენტის" ძახილი - მეგრელიშვილი

27.04.21 17:16
დავასრულოთ ერთმანეთისთვის ,,პუტინის აგენტის" ძახილი - მეგრელიშვილი

"გირჩის" ლიდერი, დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი, მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონპრექტის მისაღებად აუცილებელია, ურთიერთბრალდებების რეჟიმიდან ოპოზიცია და "ოცნება" თანამშრომლობის რეჟიმზე გადავიდეს. 

ჩემი აზრით, არ აქვს ამ ამნისტიას აზრი, თუ ორივე მხარე არ შეთანხმდა ამ აქტის მნიშვნელობაზე, დავასრულოთ პოლარიზაცია, ერთმანეთისთვის ,,პუტინის აგენტების" ძახილი და გადავიდეთ თანამშრომლობის რეჟიმზე", - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის შეხვედრა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ამ წუთებში მიმდინარეობს. მხარეებმა პოზიციები უნდა დაახლოვონ და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი  ერთობლივად შეიმუშავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას კანონპროექტის ინიცირება ცალ-ცალკე მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ პარლამენტის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი იქნება მიღებული. 

მსგავსი სიახლეები