"ოცნება" ისტორიულ დაპირისპირებაში ბნელ მხარეს დგას - სამადაშვილი
ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება სრული მდუმარების რეჟიმშია.
"ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ "ოცნება" ამ ისტორიულ დაპირისპირებაში ბნელ მხარეს დგას, რადგან ნახევარი წელიწადია, რაც რეზოლუცია არის დაინიცირებული, თუმცა პარლამენტის დღის წესრიგში განსახილველად არ არის შესული.
ცხადია, რომ მე არ მაქვს რაიმე მოლოდინი, რომ თუნდაც მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა გამოაცხადა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, მას შემდეგ რაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ფაქტიურად დემოკრატიული სამყაროს ყველა პარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციები მიიღო.
სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" მყარად გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, რომ ამ ისტორიულ დაპირისპირებაში დგას ბნელ მხარეს. ნახევარი წელიწადია, რაც რეზოლუცია არის დაინიცირებული, თუმცა პარლამენტის დღის წესრიგში განსახილველად არ არის შესული - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცივილიზებული სამყაროს პარლამენტები ერთი მეორის მიყოლებით იღებენ რეზოლუციას და რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, საქართველოს პარლამენტში დაბლოკილია პარტია "ლელოს" მიერ ინიცირებული პროექტი, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებია დაგმობილი.