არჩევნები ენმ-ში - დღეს პარტიის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი

24.11.22 12:11
არჩევნები ენმ-ში - დღეს პარტიის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი

როგორ და როდის ჩატარდება არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" - დღეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი.

ორად გაყოფილ პარტიაში კენჭისყრის შესახებ აზრებიც ორად იყოფა. პეტრე ცისკარიშვილი ღია კენჭისყრას ითხოვს და ამბობს, რომ პარტიაში ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ვის აძლევს ხმას.

,,როდესაც პროცესი ღიაა, გახსნილია, იგივე ფეისბუქის მეშვეობით ტარდება, უფრო ადვილის გადაამოწმო, ვინ იღებს მონაწილეობას, რომ უცხო პირები არ შემოვიდნენ ე.წ საარჩევნო სიაში. ასევე, უფრო მარტივია დარეგისტრირებაც ჩვენი მხარდამჭერებისთვის და რადგან მარტივია, შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას“ - აღნიშნავს პეტრე ცისკარიშვილი.

საწინააღმდეგო აზრი აქვთ მელიას ფლანგში, ისინი ანონიმურობის მომხრე არიან, რადგან მოქმედი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამბობენ, რომ შესაძლოა, კენჭისყრის ღიაობა არჩევნების შემდეგ დაპირისპირების მიზეზი გახდეს. 

მსგავსი სიახლეები