პრეზიდენტის მწვავე გზავნილები - ზურაბიშვილმა "ოცნებას” ცეცხლი გაუხსნა

24.11.22 13:04
პრეზიდენტის მწვავე გზავნილები - ზურაბიშვილმა "ოცნებას” ცეცხლი გაუხსნა

სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი ცეცხლი გაუხსნა. პრეზიდენტი ხელისუფლებას ისევ უმოქმედობაში ადანაშაულებს, საუბრობს ინსტიტუციების მოშლასა და 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ვერ სრულდება.

ზურაბიშვილი ისევ ფიქრობს, რომ ხსნა პოლარიზაციის დასრულებაშია, თუმცაა საამისოდ, პრეზიდენტის აზრით, არავინ არაფერს აკეთებს.

„გვაქვს კონსტიტუცია, მაგრამ ვიქცევით ისე, თითქოს სახლემწიფოდ ახლა ვიბადებით“ - უთხრა დღეს მთავარსარდალმაა ქვეყნის ხელისუფლებას.

პრეზიდენტი დღეს მართლმასჯულების რეფორმის  შესახებ შეხვედრას ესწრება. ამავე შეხვედრაზე არიან მესამე სექტორის წარმომადგნლები და ოპოზიციაა. მათთვის პოლარიზაციის დასრულების ხაზი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე გადის, თუმცა ზურაბიშვილი ამ საკითხზე დასმულ კითხვებს დუმილით ხვდება.

"ნათელი არის, რომ მართლმსაჯულება, ან მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი და მთავარი არის იმიტომ, რომ ეს არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან. მოსმენების აუცილებლობის ან არაუცილებლობის დადგენა. სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა. 
ეს კონსენსუსის მიღწევა არის ის მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი, რის გარეშეც ყველაფერი იქნება ფუჭე, იმიტომ, რომ მაშნ ჩვენ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით და ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ პირველად, შეიძლება ბოლო პერიოდში, შეძლებენ პარტიები და ყველა შეძლებს, რომ სახელმწიფოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენოს". - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები