2023 წლამდე გადადებული განხილვა - "ბურთი საქართველოს მოედანზეა"
2023 წლამდე გადადებული განხილვა - გერმანიის საგანგებო და სრულუფლბიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშენი "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ ბურთი ახლა მათ ხელშია და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს ქვეყანა 12 რეკომენდაციას.
საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევოკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ, მოხარულები ვიქნებით თუ ეს ასე მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ, ევროპა დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თუ ეს არის საქართველოსთვის პრიორიტეტული თემა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირება უნდა მოახდინოს ამ თემაზე. ევროპა არის პლურალისტული დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს დაუწესა 12 პუნქტიანი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ გვექნება საუბარი კანდიდატის სტატუსზე. შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა. იმისთვის რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ - თქვა პეტერ ფიშერმა.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატურის სტატუსის მინიჭეების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის შემოდგომაზე, მიიიღებს.
განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დღეს, 24 ნოემბერს, გააკეთა. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კი პირველადი ანგარიში 2023 წლის გაზაფხულზე იქნება მზად, თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.