რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ,,ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს

24.11.22 14:10
რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ,,ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლითაც  რუსეთი ტერორისტულ სახელმწიოფდ გამოაცხადაა, "ქართული ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს.

თვლით თუ არა, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორია?  ,,ქართული ოცნების" ლიდერებს  უხერხულ მდგომარეობაში ყველაზე მეტად სწორედ ეს კითხვა აგდებთ და მისი თავიდან ასაცილებლად ახალი სტრატეგია შემოიღეს - "გავეცნობით რეზოლუციას და შემდეგ ვისაუბროთ"- აცხადებენ მმართველი პარტიის წევრები.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ,,ოცნებას" მიაჩნია, რომ პროგრესული ძალაა, ის ვალდებულია, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს მხარი დაუჭიროს.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, თვლის, რომ ,,ქართული ოცნება" რუსეთიდან იმართება, ამიტომაც მსგავსი სახის რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება. 

ყველაფერი შესაფასებელია. ჩვენ ძალაუფლებაში გვყავს რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც მიტაცებული ჰყავს ჩვენი სამშობლო. ჩვენ სამშობლო უნდა დავიბრუნოთ. ამის შემდგომ რუსეთსაც თავის სახელს დავარქმევთ, ქვეყნის დეოკუპაციაც გაცილებით სწრფად მოხდება - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა. რეზოლუციას  მხარი 500-მდე ევროპარლამენტარმა დაუჭირა.  

მსგავსი სიახლეები