თითის სხვისკენ გაშვერა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს - ვაშაძე პრეზიდენტს უფლებამოსილებას ახსენებს

24.11.22 15:13
თითის სხვისკენ გაშვერა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს - ვაშაძე პრეზიდენტს უფლებამოსილებას ახსენებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს კონკრეტული კითხვით მიმართავს. ოპოზიციონერი ინტერესედება, თუ რას აკეთებს თავად ქვეყნის მთავარსარდალი რომ ქვეყნის მართლმსაჯულება კატასტროფული პრობლემის წინაშე არ იდგეს.

ვაშაძე ასევე პრეზიდენტს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მას შეუძლია და არ იწყალებს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს. 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას და ამით პრობლემები არ მოგვარდება.

„მე მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან კითხვა მაქვს, თვითონ რას აკეთებს იმისვთის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყოს ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახოს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ნულს- არაფერს. შეუძლია თუ არა, პოლიტიკური მართლმსაჯულების ხარვეზი და პრობლემა გვარამიასთან დაკავშირებით გამოასწოროს პრეზიდენტმა? დიახ, შუეძლია. შეუძლია თუ არა იგივე გააკეთოს სააკაშვილთან დაკავშირებით? შეუძლია. შეუძლია თუ არა სხვა ბევრ საქმეზე იგივე გადაწყვეტილებები მიიღოს? შეუძლია. მაგრამ, როცა ამას არ აკეთებს, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას პრობლემასთან მიმართებაში“. - ამბობს ვაშაძე.

პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" პრაქტიკულად პოლიტიკურ ნოკაუტში ჩააგდო. 

ზურაბიშილმა ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანში არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათდამი პატივისცემა არსებობს. 

ქვეყნის მთავარსარდალმა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს პირდაპირ უთხრა, რომ მართლმსაჯულების არსებული სისტემის გამო ჩვენი ქვეყანა საბჭოთაა პერიოდშია ჩარჩენილი.

მსგავსი სიახლეები