სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ჩვენ დავემორჩილებით - იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ბექა ძამაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
როდესაც იქნება ექსპერტიზის დასკვნები, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ დასკვნებით ვისაუბროთ თითოეულმა ჩვენგანმა. რა თქმა უნდა, სამინისტრო გაითვალისწინებს ექსპერტების რეკომენდაციებს.
თუ არის ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს უკვე სასჯელის გადავადებას მკურნალობის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ეს წერია კანონმდებლობაში. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ნებისმიერი პროცედურა, რომელიც კანონმდებლობის დაცვით წარიმართება, ჩვენ რა თქმა უნდა იმას დავემორჩილებით - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.