ვითხოვ ბრძანების უშუალო გამცემის დასჯას - "გავრილოვის ღამეს" დაშავებული
ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელ გიორგი ესიაშვილს გირაოს პირობები ჯერ სასმართლომ შეუმსუბუქა, ახლა კი შეღავათებს პროკურატურისგან ელოდება.
"ტვ პირველი" "გავრილოვის ღამეს" დაშავებულ თეა მესხიშვილს ესაუბრა, რომელმაც სპეცრაზმელის შეწყალებაზე თანხმობა მისცა.
მესხიშვილის თქმით, ესიაშვილი გირაოს სანაცვლოდ ისედაც გათავისუფლებულია, შესაბამისად, მის პოზიციას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
თეა მესხიშვილი დარბევის ბრძანების გამცემების დასჯას ითხოვს:
პრეტენზია ბრძანების უშუალო გამცემთან მაქვს. გიორგი ესიაშვილი უბრალო შემსრულებელი იყო. ისიც იგივე ნაირად უნდა დაისაჯოს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ არ დასჯიან. დაკავებიდან მეორე დღეს გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა თქვა - მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება და რომელ სამართლიანობაზეა საუბარი?"- უთხრა დაზარალებულმა "პირველებს".
ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურა, სავარუდოდ, საპროცესო შეთნხმებას გაუფორმებს.