მხოლოდ სიტყვები ილუზიის გამყარებაა - ხოშტარია პრეზიდენტს მოქმედებისკენ მოუწოდებს

24.11.22 15:30
მხოლოდ სიტყვები ილუზიის გამყარებაა - ხოშტარია პრეზიდენტს მოქმედებისკენ მოუწოდებს

პარტია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარია პრეზიდენტს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რადგან თვლის, რომ მხოლოდ განცხადებები  არაფერია, თუ მას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ილუზიის გამყარებაა, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილს სწორი პოზიცია აქვს და ამ დროს ქვეყნის ტრაექტორია არ იცვლება.

თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ საქართველოს შუეძლია შევიდეს ევროპაში, რაზეც ის საუბრობს, რომ საქართველო უნდა შევიდეს ევროპაში, რომ მართლმსაჯულების რეფორმები უნდა განხორციელდეს, რომ უკრაინა გმირულად იბრძვის, რაც თავისთავად კარგია, რომ ამბობს, იმიტომ, რომ „ოცნება“ ამას არც ამბობს, მაგრამ ამას მისგან თუ არ მოჰყვება ქმედებები, ამ სიტყვებს არანაირი დატვირთვა არ აქვს. პირიქით, ეს არის ილუზიის გამყარება, რომ თითქოს სწორი პოზიცია აქვს და ამ დროს ქვეყნის ტრაექტორია არ იცვლება. სალომე ზურაბშვილი კარგია თუ ცუდი, ამაზე ხო არაა, ქვეყანა წინ მიდის თუ არა ამაზეა და გვარამია ზის თუ არ ზის მაგაზეა“. - ამბობს ელენე ხოშტარია. 

პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" პრაქტიკულად პოლიტიკურ ნოკაუტში ჩააგდო. 

ზურაბიშილმა ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანში არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათდამი პატივისცემა არსებობს. 

ქვეყნის მთავარსარდალმა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს პირდაპირ უთხრა, რომ მართლმსაჯულების არსებული სისტემის გამო ჩვენი ქვეყანა საბჭოთაა პერიოდშია ჩარჩენილი.

მსგავსი სიახლეები