"ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას არ იღებს - ღარიბაშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმზე გადადის

24.11.22 17:18
"ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას არ იღებს -  ღარიბაშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმზე გადადის

,,ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას არ იღებს და თავის მართლების რეჟიმზე გადადის. 

ქვეყნის მთავარსარდილის მიერ უმოქმედობაში მხილებული მმართველი პარტიის ლიდერი კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ინსიტიტუტების გასაძლიერებლად და სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს ამ მხრივ ბევრი წარმატებული ნაბიჯი იქნა გადადგმული. 

„მე არ ვიცი რა იყო შინაარსი და პათოსი აღნიშნული განცხადების. არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის, იმიტომ, რომ ხელისუფლება ყოველთვის, მე შემიძლია ვისაუბრო 2012 წლიდან, როცა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და გავაკეთებთ. შემთხვევით არ არის ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შემთხვევით არ არის ის, რომ დღეს ქართული პასპორტებით ჩვენ ევროპულ ქვეყნებში გადავაადგილდებით და ბევრი წარმატებული ნაბიჯი იქნა გადადგმული. არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რასაც სჭირდება მუშაობა“.- ამბობს კალაძე.

გარდა ამისა, სახელისუფლებო პარტია აქცენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე სვამს. ეს სწორედ ის მთავარი საკითხია, რაზეც ხელისუფლება პრეზიდენტმა დღეს უმწვავესად გააკრიტიკა.

„ოცნების“ ლიდერის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს და მისი თქმით, ეს ევროკომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა თბილისში ვიზიტის დროს.

მართლმსაჯულების რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს. აქტიურად იმუშავა სამუშაო ჯგუფმა. ეს ევროკომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა საქართველოში ვიზიტის დროს, ასე რომ ჩვენი ქვეყანა ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რომ 12 რეკომენდაცია იყოს ზედმიწევნით შერსულებული და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“. - ამბობს მათიკაშვილი.

პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" პრაქტიკულად პოლიტიკურ ნოკაუტში ჩააგდო. 

ზურაბიშილმა ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანში არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათდამი პატივისცემა არსებობს. 

ქვეყნის მთავარსარდალმა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს პირდაპირ უთხრა, რომ მართლმსაჯულების არსებული სისტემის გამო ჩვენი ქვეყანა საბჭოთაა პერიოდშია ჩარჩენილი.

მსგავსი სიახლეები