იუსტიციის სამინისტროს საფუძველი არ გააჩნდა - რატომ თქვა სააკაშვილმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე უარი
მიხეილ სააკაშვილმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა. მესამე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, პენიტენციური სასამურის თანამშრომლებმა ვერ წარადგინეს დასაბუთებუილი მოტივი, რის გამო უტარებდნენ პაციენტს ექსპერტიზას.
როგორც პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა, მიხეილ სააკაშვილს და მის უფლებადამცველს განუმარტა, რატი ბრეგაძის უწყებამ, სამხარაულის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები "ვივა-მედის" პალატაში მონიტორინგის მიზნით შეუშვა.
კანონში კი წერია, რომ პენიტენციურ სისტემას ექსპერტიზის მოთხოვნა მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვს: 1 - თუ აღიარებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს, ან თუ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება და უწყება ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს.
სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რატი ბრეგაძის უწყება შესაბამის საფუძვლებს წარადგენენ.
ჩვენ ამ ადამიანებს ავუხსენით, რომ მათ ექსპერტიზის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი წარმოდგენილი არ ჰქონდათ. ეს ავუხსენით, გაიგეს, შეადგინეს ოქმი - მსჯავრდცებულმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი. ასეთის წარმოდგენის შემთხვევაში, გამოთქვამს მზადყოფნას ჩაიტაროს ექსპერტიზა ნებისმიერ დროს.
პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია ჩაატაროს ექსპერტიზა მხოლოდ ორ შემთხვევაში. პირველი: თუ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ან თუ დაწყებულია წარმოება თავად სასჯელაღსრულების მიერ, მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე. ეს საფუძველი მათ არ გააჩნდათ, ჩვენ ავუხსენით, რომ კანონით ასეა"- თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.