ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნები - პარტიის ოფისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

24.11.22 17:38
ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნები - პარტიის ოფისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

როგორ წარიმართება ,,ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნები, იქნება ღია კენჭისყრა, თუ პროცესი გახდება დახურული - ამ საკითხზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინაროებს.

ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის 7 კაციანი კომისია იმ კომპანიებს არჩევს, რომელიც შიდა პარტიული არჩევნების ჩატარებას საკუთარ თავზე უსაფრთხოების დაცვის სრული გარანტიებით აიღებს.  შერჩეულია რამდნიმე უცხოური კომპანია, მათ შორის, გერმანული და ამერიკული  და ცნობილია ისიც, რომ პროცესი ,,ბლოკჩეინის" დახმარებით წარმიმართება, რაც გამორიცხავს არჩევნების პროცესში ხარვეზებსა და ე.წ. ტროლ- ბოტების შემოსევას.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მომხრეები მხარს უჭერებ ფარულ ხმის მიცემის პროცესს, რადგან თვლიან, რომ არარელევანტური იქნება იმის გარკვევა, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

როცა ამომრჩეველი გაივლის რეგისტრაციას, ეს იქნება საჯარო და ჩვენ ვხედავთ, ვინ დარეგისტრირდა. ხოლო შემდგომ ხდება ფილტრაცია, ანუ იმის გარკვევა, ისეთი ადამიანი ხომ არ დარეგისტრირდა, რომელსაც კავშირი არ აქვს პარტიასთან.

რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის პროცესს, ვერ ვხვდები, ვინმემ რატომ უნდა მიკონტროლოს, ვის მივეცი ხმა? რადგან ამ ყველაფერმა შიგნით შესაძლოა, ძალიან დიდი უთანხმოება წარმოქმნას - აცხადებს ბაჩო დოლიძე, ნიკა მელიას მხარდამჭერი და პარტიის საორგანიზაციო მდივანი.

 ,,ნაცმოძრაობის" მეორე ბანაკი, რომელიც მხარს ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობას უჭერს მხარს, ამბობს, რომ ხმის მიცემა ღია უნდა იყოს.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ფაქტორს, ხაბეიშვილის მომხრე, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი, თვლის, რომ ექს შსს მინისტრი და ,,ნაცმოძრაობის" ყოფილი გენმდივანი პროცესებში ჩართული უნდა იყოს. 

რა თქმა უნდა, პარტიის შიგნით შესაძლოა, იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგალითად, მე ვემხრობი პრინციპს, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა ყველაფერს უნდა ხედავდეს, მათ შორის, იმასაც, ვინ ვის მისცა ხმა.

პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული, ვინც ,,ენმ"-ს მხარდამჭერია, მათ შორის, ვანო მერაბიშვილიც, რომელიც პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი გენმდივანი იყო და აქედან დაიჭირეს პრიციპში. ვინმეს უკვირს, რომ ის შეიძლება, ამ პარტიის გულშემატკივარი იყოს? - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

პარტიაში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს  მოგვიანებით პოლიტსაბჭოს წარუდგენენ, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს, როდის და როგორი წესით ჩატარდება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარის არჩევნები.

მსგავსი სიახლეები