რვაჯერ გადააგდო თავისი ამომორჩეველი, არ გაუჭირდება მეცხრედაც - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე
„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა, ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არაფერი ესაქმება, მისი განმარტებით, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქართულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ ამომრჩეველს ჩამოსვლა ბევრჯერ დაჰპირდა, თუმცა საბოლოოდ „გადააგდო“.
ის არის უკრაინის მოქალაქე, არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკასთან. მან თვითონ თქვა, რომ როცა აწყობს, არ არის ქართველი, როცა აწყობს, არის საქართველოს მოქალაქე. ასე არ გამოვა. ჩამოყალიბდეს, რა უნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვალაც შეუძლია, ჩამოვიდეს. ჩამონათვალი იყო, რვაჯერ გადააგდო თავისი ამომრჩეველი, არ გაუჭირდება, მეცხრედაც გადააგდოს. ხვალაც შეუძლია, ბილეთი აიღოს და ჩამოვიდეს და შეურთდეს თავის გუნდს, ოღონდ ჯერ პასუხები უნდა გასცეს იმ დანაშაულებებზე, რაც არის, - განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და ქვეყანაში კრიზისის გადაჭრის პირობები დაასახელა. ერთ -ერთი პირობა მის საქართველოში დაბრუნების უფლებას ეხებოდა.