ზურაბიშვილი VS "ოცნება" - ინსტიტუციები არ გაგვაჩნია, არც პატივისცემა, სისტემა საბჭოთა პერიოდიდან ვერ გამოვიდა

24.11.22 18:31
ზურაბიშვილი VS "ოცნება" - ინსტიტუციები არ გაგვაჩნია, არც პატივისცემა, სისტემა საბჭოთა პერიოდიდან ვერ გამოვიდა

სალომე ზურაბიშვილმა ,,ქართულ  ოცნებას" კიდევ ერთი  ცეცხლი გაუხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი გუნდი მოულოდნელად კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.  

ზურაბიშვილმა ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანაში არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათ მიმართ პატივისცემა არსებობს. მართლმასჯულების არსებული სისტემის გამო კი საქართველო საბჭოთა პერიოდშია ჩარჩენილი.

მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე სიტყვით  გამოსვლის დროს, ზურაბიშვილის მიმართვის  ადრესატი სწორედ ხელისუფლება იყო. პრეზიდენტი ,,ოცნებას" უმოქმედობაში ადანაშაულებს და ინსტიტუციების ჩამოშლაზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ  ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს აკისრებს.

 

 

მსგავსი სიახლეები