სასამართლო კლანის მცველები - შალვა თადუმაძე ,,პირველების" კრიტიკული კითხვების პირისპირ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, სასამართლო სისტემის მცველის ფუნქციაც შეითავსა და დღეს მედიას განუცხადა, რომ სისტემაში კლანი და გავლენის ჯგუფები არ არსებობს. შალვა თადუმაძე იმის დამტკიცებასაც ცდილობდა, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ დაკვეთებს არ ასრულებენ.
კლანის მიერ მართული სასამართლო რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის შემაფერხებელი ფაქტორია, ეს იდევ ერთხელ ირიბად მიანიშნეს ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. არაფორმალური ჯგუფი პირდაპირ არ უხსენებიათ, თუმცა სისტემის შეფებს უთხრეს, რომ აუცილებელია, ადამიანებს სასამართლოს მიმართ ნდობა გაუჩნდეთ.
ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი.