პრეზიდენტი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე ინფორმირებულია - ექსპერტმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ შესაძლოა, ლეტალური შედეგი დადგეს

24.11.22 18:51
პრეზიდენტი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე ინფორმირებულია - ექსპერტმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ შესაძლოა, ლეტალური შედეგი დადგეს

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის მრჩეველსა და სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ექსპერტმა ზურაბიშვილის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო. 

"მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის  საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანა"- აცხადებს ჯიშკარიანი. 

ავუხსენი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ დროულად არ იქნა საზღვარგარეთ გაყვანილი, შესაძლოა, ლეტალური გამოსავალიც. გავუზიარე ჩვენი, მათ შორის ამერიკელი და ინგლისელი ექსპერტების შეხედულება, რომ გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ გაყვანა, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით, ევროპულ ან ამერიკულ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სადაც  მოხდება სწორი დიაგნოსტიკა, შემდგომში მკურნალობა და ადეკვატური რეაბილიტაცია"- აღნიშნა ჯიშკარიანმა. 

მსგავსი სიახლეები